Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი


საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იუწყება, რომ დირექტორობის მსურველთა შერჩევის პროცესში სამინისტროს ამოცანაა კონკურსის გამჭვირვალედ ორგანიზება და მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა.

სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისგან - ტესტირება და გასაუბრება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟით.

ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ესენია: საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, სკოლის ადამიანური რესურსების მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდები, მშობლებთან მუშაობა და ანგარიშვალდებულება, ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის ანალიზი და სხვა.

სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე: www.directors.mes.gov.ge

XS
SM
MD
LG