Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურის ხიდზე გადამსვლელებს კორონავირუსზე ამოწმებენ


1 თებერვალს სოხუმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანარჩენი საქართველოდან შემსვლელი მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება დაიწყო. ენგურის ხიდის სიახლოვეს, ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტთან დგას მოძრავი ამბულატორია, სადაც ექიმები სამედიცინო გამოკვლევებს ატარებენ. ენგურის ხიდზე მოძრავი მგზავრების ცნობით, მათ რენტგენი გადაუღეს და სიცხე გაუზომეს. მოძრავი ამბულატორია ენგურის ხიდთან 29 იანვარს განთავსდა, თუმცა დღემდე ის უფუნქციოდ იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG