Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება დაიწყო სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე


სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის 1 თებერვალს დაიწყო გამოძიება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გამოძიებით დგინდება, რომ ლოგისტიკურ სარდლობას დაქვემდებარებულ ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ათეულის მეთაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ათეულის რიგითს.

გამოძიების მიხედვით, კონფლიქტის მიზეზი ათეულის მეთაურის მიერ რიგითისათვის მიცემული შენიშვნა გახდა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რიგითის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გარეგნული დათვალიერებით დაზიანება არ აღენიშნებოდა, თუმცა პრევენციის მიზნით იგი მაინც გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. სამედიცინო შემოწმების შემდეგ მან ექიმის დასკვნის საფუძველზე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG