შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა.
სტიქიამ ავტომანქანა ხევში გადააგდო. მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა: ერთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანებები კი ერთმა მიიღო. მესამე კი უვნებლად გადარჩა.