Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: იწყება წმინდა ბარბარეს ქუჩის გზის მოწყობის სამუშაოები


თბილისში, სამგორის რაიონში, ე. წ. ზეემკას უბანში იწყება წმინდა ბარბარეს ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ის ქუჩაა, რომლის ერთი მონაკვეთის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და განსაკუთრებით პოპულარულია პოლიტიკურ ოპონენტებში.

„აქ სამუშაოები აწარმოა კომპანია GWP-იმ. ფრაგმენტული დაზიანება და პრობლემა იყო, განახორციელა სამუშაოები და შემდეგ ადამიანების ჯგუფმა და მგონი, ყველა მიხვდება, ეს დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა დედაქალაქის მთავრობა, სამგორის რაიონის გამგეობა, როგორ დახაზვებს აკეთებენ.

ხომ ხედავთ, რა დონეზე არიან დასული და სად არიან. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პროექტი დაკვეთილი გვქონდა, მზად გვქონდა და ველოდებით უბრალოდ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომ სამუშაოები დაწყებულიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბარბარეს ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგებაზე დაახლოებით 600 000 ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, დაიგება ასფალტი, მოეწყობა დამჭერი კედლები და გაკეთდება კორპუსებთან მისასვლელი ორი კიბე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG