Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: ბევრია გასაკეთებელი ბავშვთა კეთილდღეობისთვის და იმისთვის, რომ არ შიმშილობდნენ


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობას ბავშვთა კეთილდღეობისთვის ბევრი სამუშაო აქვს გასაწევი. მისი თქმით, შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში, დისკუსიის საგანი იყო წლების წინაც და მწვავედ დგას დღესაც:

„უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ 2019 წლის იანვრიდან ხუთჯერადად გაიზარდა ბავშვებზე გაწეული დახმარება. ასევე არსებობს საკვები ვაუჩერები, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი ბენეფიტი და ჯერ აღმასრულებელ მთავრობასაც ძალიან ბევრი აქვს სამუშაო იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები არა მხოლოდ არ შიმშილობდნენ, არამედ მათი კეთილდღეობისთვის ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მე ვთვლი, რომ ეს ჩვენი ყველას ერთობლივი საზრუნავი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პარლამენტში „მინისტრის ფორმატში“ მისულ ეკატერინე ტიკარაძეს სთხოვა განემარტა, შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში.

მან მინისტრს უთხრა, რომ მის მიერ გაკეთებულ კომენტარს იმის თაობაზე, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ, „უცენზურო სიტყვების შკვალი“ მოჰყვა.

დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს. ამ წუთებში მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG