Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა


თბილისში,7 თებერვალს ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილია ხანშიშესული ქალი. ხანძარი ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება ხანძრის შესახებ მოქალაქეებისგან შევიდა. მეზობლების ინფორმაციით, ბინაში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. საცხოვრებელ სახლში შესულ მეხანძრე-მაშველებმა ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს.

ძლიერი დაკვამლიანების გამო მიმდინარე ბინებიდან გაიყვანეს 7 მოქალაქე.

ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG