Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიანა ჩოლოიანის სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გაიგზავნა


სახელმწიფო ინსპექტორმა სასამარლოს გადაუგზავნა ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის სისხლის სამართლის საქმე. ინპექტორმა საქმეზე გამოძიება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე“ დაიწყო.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 20 დეკემბერს გადაიყვანეს. მანამდე ის ჯანმთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფებოდა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით გადავარდა შენობიდან, 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG