Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 აპრილს ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავს


4 აპრილს 16:00 საათზე იქნება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია, - ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების საკონსულტაციო შეხვედრა დასრულდა.

„მანამდე გვექნება ძალიან ბევრი საპროტესტო ღონისძიება, პიკეტირება, რეგიონებში გასვლები, ერთობლივი მუშაობა, მანამდე ჩვენ განვაცხადებთ კონკრეტულად, ოპოზიცია როგორ ითანამშრომლებს ერთმანეთთან საარჩევნო კუთხითაც“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG