Accessibility links

logo-print logo-print

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარს ვერ შეიტანს


რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა პარტიასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებით ვერ მიაღწევს ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას.

„ვერ მიაღწევენ ამ პრინციპით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია გათიშე და იბატონე. თუკი ვინმე მივა მოსალაპარაკებლად, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ არც ერთი სერიოზული პარტია, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მომავალი კოალიციური ხელისუფლების ნაწილი იყოს, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე არ დაჯდება“, - უთხრა მედიას გოცირიძემ.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მზად არიან, საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებებიც გამართონ.

18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება 10 თებერვალს შეწყვიტეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG