Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვებს


ვანო მერაბიშვილის ქუთაისის სასამართლოში, 2013 წლის 12 სექტემბერი
ვანო მერაბიშვილის ქუთაისის სასამართლოში, 2013 წლის 12 სექტემბერი

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს, 20 თებერვალს დატოვებს სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებას.

ვანო მერაბიშვილმა სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპატიმრო სასჯელი მოიხადა. მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 6 წელი და 9 თვე გაატარა.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

მოგვიანებით ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების გამო.

2014 წელს სასამართლომ ყველა ამ საქმეებზე დამნაშვედ სცნო.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG