Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა გააუქმა რამდენიმე ღონისძიება და დააწესა შეზღუდვები კორონავირუსის გამო


ევროპარლამენტის თავმჯდომარე, დავიდ სასოლი
ევროპარლამენტის თავმჯდომარე, დავიდ სასოლი

კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ზომების ფარგლებში, ბრიუსელში მდებარე ევროპარლამენტმა გააუქმა რამდენიმე ღონისძიება, ხოლო ნაწილზე შეიზღუდა დაშვება. ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის თავმჯდომარის, დავიდ სასოლის, მიერ ხელმოწერილ ცნობაში.

დოკუმენტის თანახმად COVID-19-ის ეპიდემიის რისკთან დაკავშირებით, პარლამენტში გაუქმდა საჯარო საკომიტეტო მოსმენები, სემინარები, დაგეგმილი ვიზიტები და გამოფენები.

შეზღუდვა არ შეეხება და ჩვეულებრივ გაიმართება ევროპის პარლამენტის მმართველი ორგანოს სხდომები, პლენარული სესიები, დაგეგმილი და რიგგარეშე საკომიტეტო შეკრებები, ოღონდ დაინტერესებული გარეშე პირების მონაწილეობის გარეშე.

ამასთან, პარლამენტის შენობაში შესვლა აეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ კორონავირუსით ყველაზე უფრო დაზარალებულ ქვეყნებში.

გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ევროპარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამომსვლელების რანგში სპეციალურად მიწვეული სტუმრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG