Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევექსის“ ცნობით, ინფიცირებული აღმოჩნდა არა მათ სათავო ოფისში, არამედ სხვა კომპანიაში


სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ საზოგაზოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მათი თანამშრომლის ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების შესახებ.

„ევექსი ჰოსპიტლების” არცერთ თანამშრომელს კორონა ვირუსი არ აქვს დადასტურებული! ჩვენს სათავო ოფისში, სადაც რამდენიმე სხვა კომპანიაც ფუნქციონირებს დადასტურდა 1 შემთხვევა, რომლის დაინფიცირებაც იტალიაში მოხდა. მთლიან ოფისს, რომელიც 4 სართულიანია, ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება დეზინფექცია, იდენტიფიცირებულია დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება!!!“, - აღნიშნავს „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ნიორაძე.

5 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG