Accessibility links

site logo site logo

საქართველოში ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა


ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ხუთივე ახალი შემთხვევა დაკავშირებულია იტალიასთან. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი დღეს, 5 მარტს, მოათავსეს ინფექციურ საავადმყოფოში.

გამყრელიძემ დააზუსტა, რომ პაციენტები, რომლებსაც ახლა დაუდასტურდა კორონავირუსი, იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, ვისაც ინფექცია 5 მარტს დაუდგინდა. „ეს გახლავთ ე.წ. ერთი კლასტერი ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები. ძირითადად ოჯახური შემთხვევები, რომლებიც ერთად გახლდნენ იტალიაში და კვირას დაბრუნდნენ საქართველოში", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ზოგიერთი კონტაქტი შეფასდა, როგორც შესაძლებელი შემთხვევა და მათგან აიღეს შესაბამისი ნიმუშები, შედეგად ლუგარის ლაბორატორიაში გამოკვლევამ ხუთ მათგანზე დადებითი შედეგი აჩვენა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტებზე მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური მეთვალყურეობა და დამატებითი კლინიკური კვლევები.

აქამდე საქართველოში ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ოთხი შემთხვევა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG