Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი ლუგარის ლაბორატორიაზე: თანამშრომლობის მნიშვნელობა ახლა აშკარაა


საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ლუგარის ლაბორატორიის ჩართვამ მისი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აჩვენა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

"ამ თანამშრომლობის ფასი ახლა აშკარად სახეზეა, როცა ჩვენ კორონავირუსის საფრთხის წინაშე ვდგავართ. საქართველო თავისი რეაგირებით არის ლიდერი და ვფიქრობ, ქართველები ძალიან ამაყები უნდა იყვნენ იმ ფაქტით, რომ NCDC ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად აღმოჩნდნენ წარმატებულები იმაში, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა არის მთავარი პრიორიტეტი. ეს ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის", - თქვა დეგნანმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის დეზინფორმაცია, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაზე ვრცელდება, სასაცილოა.

"ვფიქრობ, ქართველები საკმარისად ჭკვიანები არიან რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკასთან მიმართებით, რომ განჭვრიტონ უაზრობა, რომელიც ვრცელდება ლუგარის ლაბორატორიაზე", - დასძინა მან.

საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაში ტარდება. სწორედ ამ ლაბორატორიის დახმარებით გახდა შესაძლებელი ქვეყანაში კორონავირუსის 9 შემთხვევის გამოვლენა.

კელი დეგნანის სრულ ინტერვიუს გაეცანით აქ:

ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან
please wait

No media source currently available

0:00 0:35:02 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG