Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ წერს „ფეისბუკის“ გვერდზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული ელ. ფოსტის თანახმად, მისი ოფიციალური გვერდია.

„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე! ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ!“, - აღნიშნავს პრემიერი.

მთავრობის მეთაურს მიაჩნია, რომ საჭიროა საერთო ძალისხმევა.

„მართალია, ჩვენ გვაქვს კარგი კანონმდებლობა და საერთო ძალისხმევით ბევრი გაკეთდა, თუმცა, ფაქტია, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან სურათი დამძიმდა. ბოლო ორ თვეში 8 ქალი საკუთარმა ოჯახის წევრმა მოკლა. თავის დროზე ერთიანმა მუშაობამ სერიოზული შედეგი გამოიღო, ამიტომ ყველა საჯარო უწყება, სამოქალაქო საზოგადოება, მედია თუ საერთაშორისო პარტნიორები კვლავაც უნდა გავერთიანდეთ. პირველ რიგში, მოგიწოდებთ კაცებს - ჩაერთეთ სოციალურ კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ასევე, მოგიწოდებთ ყველა ჩემი კაბინეტის წევრს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს და სხვებს - დაგმეთ ასეთი ფაქტები საჯაროდ“, - აცხადებს გახარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG