Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Georgian Airways-ის ეკიპაჟი იტალიიდან საქართველოში გამოსაფრენად მზადაა


საქართველოს ავიახაზების, Georgian Airways-ის ეკიპაჟის წევრები იტალიიდან საქართველოში გამოსაფრენად მზად არიან. ორი თვითმფრინავით ქვეყანაში ჯამში საქართველოს 200-მდე მოქალაქე ჩამოვა.

იმის გამო, რომ გამკაცრებულია უსაფრთხოების წესები, მათ სპეციალური აღჭურვილობის ჩაცმა უწევთ. ჩამოფრენის შემდეგ ეკიპაჟის ყველა წევრი ორი კვირის განმავლობაში საკარანტინე ზონაში მოხვდება.

საქართველოდან იტალიის მიმართულებით თვითმფრინავი დღეს, 10 მარტს დილით გაფრინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG