Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში მაღაზიები და რესტორნები დაიხურა


ვენეციის სან-მარკოს დაცარიელებული მოედანი

იტალიის მთავრობამ კორონავირუსის(COVID-19) გავრცელებასთან ბრძოლის ზომები გააფართოვა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რესტორნების, ბარების და მაღაზიების უმრავლესობის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

დღეიდან, 12 მარტიდან 25 მარტამდე დაიხურა ყველა ობიექტი, აფთიაქების და სუპერმარკეტების გარდა.

კორონავირუსის მასობრივად გავრცელების გამო, იტალიაში კარანტინია გამოცხადებული. შეზღუდულია გადაადგილების თავისუფლება. 3 აპრილამდე დაკეტილია სკოლები და უნივერსიტეტები.

ვირუსული პნევმონიის გამომწვევი დაავადების გავრცელებით იტალია მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ და პირველზე ევროპაში.

12 მარტის დილის მონაცემებით, იტალიაში დაავადდა 12 462 ადამიანი. 827 გარდაიცვალა. 1045 გამოჯანმრთელდა.

საქართველოში, სადაც 12 მარტის დილის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსით დაავადებულია სულ 24 ადამიანი, ინფიცირებულთა უმრავლესობა იტალიაში მოგზაურობდა, ან კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან დაბრუნებულებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG