Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია სამთავრობო უწყებებსა და კერძო კომპანიებს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას ურჩევს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ყველა სამთავრობო უწყებას, საჯარო დაწესებულებასა თუ კერძო სექტორს რეკომენდაციას აძლევს შეძლებისდაგვარად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. კორონავირუსის პრევენციის საკითხებს გახარია კიდევ ერთხელ მთავრობის სხდომაზე შეეხო.

"თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნაც საჭირო არაა, იყოს დისტანციურ რეჟიმზე... ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტურ მუშაობას", - თქვა გახარიამ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება.

ამავე თემაზე: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში შემოსვლა მკაცრდება

XS
SM
MD
LG