Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​კორონავირუსის საკითხზე შექმნილ კლინიკური კონტროლის ჯგუფს თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს


საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილ კლინიკური კონტროლის ჯგუფს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო.

"კლინიკური კონტროლის ჯგუფი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კლინიკებში მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს და სამედიცინო პერსონალს შესაბამის რჩევებს გაუზიარებს", - ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გამო ყოველდღიურად ამკაცრებს ქვეყანაში არსებულ წესებს. რამდენიმე საათში საქართველოს საზღვრები ჩაიკეტება ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-მდეა გაზრდილი, კარანტინში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში კი - 54.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG