Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო რუსეთს მოუწოდებს, გამოიძიოს პონომარიოვის ცემის ცნობა


მოსკოვში აშშ-ის საელჩო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად გამოიძიოს ცნობა პოლიციის მიერ ვეტერანი უფლებადამცველის, 78 წლის ლევ პონომარიოვის ცემის შესახებ.

საელჩო ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში 15 მარტს წერს, რომ შეშფოთებულია ვითარებით, რომელიც შეიქმნა პოლიციის მიერ ათობით დემონსტრანტის დაკავებისას, პონომარიოვის ჩათვლით - რომელსაც პოლიციასთან კამათი მოუვიდა ერთკაციანი პიკეტირების კანონიერების შესახებ, რომლებაც არ ესაჭიროება ნებართვა ქალაქის მესვეურებისგან.

"პრესაში გავეცანით შემაშფოთებელ ცნობებს, პოლიციის მიერ ავტორიტეტიანი უფლებადამცველი აქტივისტის, ლევ [პონომარიოვის] ცემის შესახებ, მას შემდეგ, რაც მან 14 მარტს მონაწილეობა მიიღო მშვიდობიან პიკეტირებაში, და ცნობას, რომ ის ჰოსპიტალიზებულია. ხელისუფლებამ სრულად და სანდოდ უნდა ჩაატაროს გამოძიება", - აცხადებს აშშ-ის საელჩო ტვიტერზე.


XS
SM
MD
LG