Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მარტივდება ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემა


საქართველოს ეროვნული ბანკი ფიზიკურ პირებს სესხის აღებას უმარტივებს. განახლებული წესები დღეს, 17 მარტს გასაჯაროვდა და 15 აპრილიდან ამოქმედდება.

"ცვლილებები გაამარტივებს გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის სესხის აღებას, შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და, შედეგად, დაკრედიტების პროცესს მეტ საოპერაციო ეფექტიანობას შემატებს", - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპი" უცვლელი რჩება:

"სესხის მომსახურებამ ფინანსური სირთულეები არ უნდა შეუქმნას მსესხებელს, ვინაიდან სესხი გაიცემა იმ პირებზე ვისაც ვალდებულების ადეკვატური შემოსავლები აქვს".

რა იცვლება:

  • მსესხებლის შემოსავლების შესწავლა კვლავ სავალდებულოა, თუმცა "წესებად" გაწერილი აღარ იქნება (მაგ. არაფორმალური დასაქმების ადგილზე ვიზიტი) და ფინანსურ ინსტიტუტი თავად განსაზღვრავს პროცედურებს;
  • უქმდება სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) ლიმიტი: "დაითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება";
  • ხელფასის ოდენობის მიხედვით ორად გაიყო შეზღუდვა. თუ ადამიანის ხელფასი 1 000 ლარამდეა, ის ყოველთვიურად მაქსიმუმ 25%-ის გადახდას შეძლებს; თუ ანაზღაურება ამ თანხაზე მეტია, მაშინ სესხის დასაფარად შემოსავლის ნახევრის (50%) გადახდა შესაძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ანაზღაურებას უცხოურ ვალუტაში იღებს, მას სესხის დასაფარად მხოლოდ 20 პროცენტის გადახდა შეუძლია, მაგრამ თუ თანხა 1000 ერთეულზე მეტია, მაშინ ამ ვალდებულებისთვის 30 პროცენტის გამოყოფა შეუძლია;
  • 15-დან 20 წლამდე იზრდება იპოთეკური სესხების ვადა;
  • საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში ბინის შეძენისას საფინანსო ორგანიზაციას სესხად ქონების ღირებულების 60-ის ნაცვლად 70 პროცენტის გაცემა შეუძლია;
  • ორი მილიონიდან ერთ მილიონ ლარამდე ვრცელდება იმ პირთა წრე, ვისზეც ეს რეგულაცია ვრცელდება;
  • რისკების ფუნქციის გაძლიერების მიზნით, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის შემოდის კორპორაციულ მართვის მოთხოვნები.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეებს სესხის აღება 2019 წლის პირველი იანვრიდან გაუმკაცრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG