ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სხდომა, რომელიც 20-24 აპრილს სტრასბურგში იყო დაგეგმილი, გადაიდო კორონავირუსის ეპიდემიის გამო.
ამის შესახებ ნათქვამია საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საიტზე გამოქვეყნებულ სპეციალურ განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ასამბლეის ბიუროსთან კონსულტაციით მიღებული ეს გადაწყვეტილება განპირობებულია „ასმბლეის წევრების, თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების დაცვის მოსაზრებით“.
მანამდე PACE-მ საკომიტეტო სხდომების ჩატარება გადადო მარტის ბოლომდე.