რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საზღვარგარეთ მომუშავე რუმინელებს მოუწოდა, მართლმადიდებლურ აღდგომაზე არ დაბრუნდნენ შინ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხის გამო.
რუმინეთი 16 მარტიდან იმყოფება 30-დღიან საგანგებო მდგომარეობაში.
იოჰანისის მოწოდება გამოწვეულია იმით, რომ დასავლეთ ევროპიდან ათასობით რუმინელი კვეთს რუმინეთის საზღვრებს.
რუმინეთი ევროკავშირის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა და, სულ მცირე, 4 მილიონი რუმინელი მუშაობს საზღვარგარეთ.
ამჟამად რუმინეთში კორონავირუსით დაავადების 277 დადასტურებული შემთხვევაა. ერთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 25 გამოჯანმრთელდა.