Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძემ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განხილული სამი თემა დაასახელა


მთავრობამ, პრეზიდენტმა და პარლამენტმა განიხილა შესაძლო ზომები, რომლებიც სამ თემად არის დაყოფილი, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ეროვნული უსაფრთხოების სხდომის დასრულების შემდეგ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პირველი ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანმრთელობა.

„ყველა შესაძლო ნაბიჯი არის გადადგმული, როგორც პრევენციის, ასევე პრევენციის და მკურნალობის მიმართულებით. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით 2-კვირიანი პერიოდის მოგება, როდესაც მსოფლიოში ვირუსის გავრცელების ტენდენცია არის მზარდი“, - აღნიშნავს თალაკვაძე.

მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ასახელებს, ეკონომიკაა. მისი თქმით, არსებობს კონკრეტული გეგმები, გადადგმულია ნაბიჯები და ასევე დამუშავებულია მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს ბიზნესის, თითოეული დასაქმებულის და იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინ არ არის დასაქმებული.

მესამე საკითხი არის პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს და შეთანხმება არსებობს პოლიტიკურ კლასში.

„აქაც ჩვენ მაქსიმალურურად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ის ზომები, რომლებიც სჭირდება ჯანდაცვის სექტორს მინიმალურად აისახოს პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესის შენარჩუნებაზე. ჩვენ საგაზაფხულო სესიის ფარგლებსა და მის დასრულებამდე შევძლოთ იმ ვალდებულების შესრულება, რაზეც პოლიტიკური შეთანხმება არის მიღწეული. ვგულისხმობ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც თალაკვაძემ დასძინა, როგორც კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დადგება, პარლამენტი ამისთვის მზად ამ ნაბიჯისთვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG