Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განიხილეს სასამართლო პროცესების დისტანციურად, სპეციალური პროგრამით ჩატარების საკითხი


მიხეილ სარჯველაძე, რაჟდენ კუპრაშვილი, ირაკლი შოთაძე, ნინო ქადაგიძე, გიორგი მიქაუტაძე, დავით ასათიანი, ნიკა ცხვარაშვილი
მიხეილ სარჯველაძე, რაჟდენ კუპრაშვილი, ირაკლი შოთაძე, ნინო ქადაგიძე, გიორგი მიქაუტაძე, დავით ასათიანი, ნიკა ცხვარაშვილი

მართლმსაჯულების მაქსიმალურად დისტანციურ სამართალწარმოების რეჟიმზე გადასვლის საკითხი განიხილეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრაზე.

„შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად უნდა გადავიდეთ დისტანციური საქმის წარმოების პროცესზე. პროცესები ჩატარდება დისტანციურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ასევე სასამართლო მაქსიმალურად უზრუნველყოფს მხარეებისთვის შესაძლებლობას, რომ სარჩელები და სხვადასხვა დოკუმენტი წარმოდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით, ამისათვის მხარეებს აღარ დასჭირდეთ სასამართლოში გამოცხადება. ერთმანეთთან გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია და ვეცდებით, რომ დაიხვეწოს ელექტრონული წარმოების პროცესი, რათა სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მსგავსად, სასჯელაღსრულებაში მოთავსებული პირების, პატიმრების საქმეების განხილვაც მოხდეს დისტანციურად“, - თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მოადგილე ნიკა ცხვარაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG