ახალი სახეობის კორონავირუსით (COVID -19) ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, - უთხრა ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ასაკის და თანარსებული დაავადებების გამო მოსალოდნელი არის დაავადების ნებისმიერ ეტაპზე გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი.
ეზუგბაიას ინფორმაციით, 44-დან პაციენტიდან კვლავ ოთხი არის პრობლემური, მათგან ორი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც ექიმი აღნიშნავს, მათგან ერთი ასაკოვანია. გარდა ამისა, საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება ორი პრობლემური პაციენტი.
რაც შეეხება ახალი პაციენტების გამოკვლევის შედეგებს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალ ნიმუშებზე ყველა პასუხი ნეგატიური იყო. დღეს, 20 მარტს, საღამოს ტესტირება 8-9 პაციენტს ჩაუტარდება. ეზუგბაია აზუსტებს, რომ ტესტირებას ინფექციური საავადმყოფოც აკეთებს.
20 მარტის მდგომაროებით საქართველოში კორონავირუსის 44 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, ერთი გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 1925 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 271.