Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში 38 თურქმენი მიგრანტი დაიღუპა, კორონავირუსისგან "დამცველი" თვითნახადი არყით


სტამბოლში სულ მცირე 38 თურქმენი მიგრანტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც კორონავირუსისგან "დასაცავად" თვითნახადი არაყი მიიღო, - იუწყება რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახური.

ამავე ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოებშია მოთავსებული.

იუწყებიან, რომ თურქმენმა მიგრანტებმა არაყი თავიანთ წრეში, ასევე მიგრანტებისგან შეიძინეს და კორონავირუსისგან თავის დასაცავად მიიღეს.

ვებსაიტ worldometers-ის მიერ 23 მარტს განახლებული მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1,236 შემთხვევა აღირიცხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG