Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ის კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა


საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა. განახლებული მონაცემები 25 მარტს 10:00 საათისთვის გამოვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

საქართველოში დაავადების შემთხვევათა საერთო რიცხვი 73-მდე გაიზარდა. მათგან 9 უკვე გამოჯანმრთელდა.

საქართველოში COVID-19-ით დაავადების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

73 ინფიცირებულიდან 2 ავსტრიის მოქალაქეა და ისინი სამშობლოში გაამგზავრეს.

კორონავირუსით საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG