Accessibility links

სოზარ სუბარი: მოსეირნე ადამიანებისგან მეტი საფრთხე შეიძლება შეიქმნას, ვიდრე ეკლესიაში შეკრებილებისგან


სოზარ სუბარი

ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დისტანცირების რეკომენდაცია დაცული იყო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი სიტყვებით, მხოლოდ რამდენიმე ადგილზე იყო დარღვევა გამოვლენილი. ამასთან, მისი სიტყვებით, ლისსა და კუს ტბაზე მოსეირნე ადამიანებისგან შესაძლოა მეტი საფრთხე მოდიოდეს, ვიდრე ეკლესიაში შეკრებილებისგან.

სოზარ სუბარის განმარტებით, შეწყვეტილია ლოცვა ქვემო ქართლის მეჩეთებშიც.

„ვუსმენდი ბატონ პაატა იმნაძეს და გაცილებით მეტი საფრთხე შეიძლება შეიქმნას ლისის და კუს ტბაზე მოსეირნე ადამიანებისგან, რომელთაც შეიძლება არ დაიცვან სოციალური დისტანცირება და სადაც გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად აღებული. სასულიერო პირებთან, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის, ისე კათოლიკური თუ მუსლიმური თემის ხელმძღვანელებთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი და მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული პრობლემა და დარწმუნებული ვარ, ამ კვირას უკვე ამ მხრივ ვითარება სრულად იქნება გამოსწორებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 73 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია - 10.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG