Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან რატიანი: ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულია


ლევან რატიანი
ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მარნეულიდან კლინიკაში გადაყვანილი ჩვილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. მისი თქმით, ჩვილის ნაცხი ტესტირებისთვის გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხს დღეს ელოდებიან.

„ახალშობილი ჩვენს კლინიკაში გუშინ, კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება. ამ მხრივ პარამეტრები სტაბილურია, ოქსიგენაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან დაავადების გართულება შესაძლებელია მანიფესტირდეს ნებისმიერ წუთს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი ინფორმაციით, ახალშობილის დედა ჯერჯერობით ასევე არ არის დადასტურებულად ინფიცირებული. ექიმი ამბობს, რომ 62 წლის მარნეულელ ქალსა და 14 დღის ჩვილს შორის არც ნათესაური კავშირი დასტურდება და არც კონტაქტი.

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თანახმად, საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

25 მარტის 18 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია სულ 73 ადამიანი, მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG