Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი უარყოფს, რომ აქვს ცნობა FBI-ის ყოფილი აგენტის ადგილსამყოფლის შესახებ


აშშ-ის FBI-ის ყოფილი აგენტი, რობერტ ლევინსონი 2007 წელს
აშშ-ის FBI-ის ყოფილი აგენტი, რობერტ ლევინსონი 2007 წელს

თეირანმა უარყო, რომ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად არის რობერტს ლევინსონი, რომლის თაობაზე აშშ-მა „სრული ანგარიშის“ ჩაბარება მოითხოვა. გავრცელდა ცნობა, რომ ლევინსონი ირანის საპატიმროში გარდაიცვალა.

ირანმა ადრეც არაერთხელ განაცხადა, რომ მისმა ოფიციალურმა უწყებებმა არაფერი იციან „ლევინსონის ადგილსამყოფელის შესახებ და ის არ არის ირანის საპატიმროში, ეს ფაქტები არ შეცვლილა“, - განაცხადა ტვიტერით 26 მარტს ალირეზა მირიუსეფიმ, გაეროში ირანის მისიის წარმომადგენელმა.

ლევინსონის ოჯახმა უფრო ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობისგან მიიღო ცნობა ლევინსონის სავარაუდო ბედის თაობაზე. ოჯახის ამ განცხადების შემდეგ, და ო’ბრაიენის კომენტარის გავრცელებამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის სიკვდილის ამბავს ვერ შევეგუებიო. „ლევინსონი დიდხანს იყო ავად, სანამ მას დააპატიმრებდნენ, თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ „საშინელებაა“, რასაც ოჯახი განიცდის, მაგრამ მაინც აქვს იმედი, რომ ლევინსონი ცოცხალია“.

2013 წელს იტყობინებოდა „ასოშიეიტედ პრესი“, რომ ლევინსონი, რომელიც კერძო გამომძიებლად მუშაობდა მას მერე, რაც დატოვა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყება და გამოძიების ფედერალური ბიურო, ირანში დაიკარგა, როცა „დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსთვის“ მუშაობდა და ირანში იმყოფებოდა სადაზვერვო მისიით, რომელიც არ იყო დამტკიცებული. ეს ცნობა მოგვიანებით ლევინსონის ცოლმა დაადასტურა „სი-ბი-ეს-თან“ საუბრისას.

XS
SM
MD
LG