Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას


პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კოლეგებს და საზოგადოებას ახალი კორონავირუსის ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით გაკეთებული ხელთათმანების სწორად გამოყენებას ურჩევს.

მისი თქმით, ინფექციის გადატანა შესაძლებელია ხელთათმნიანი ხელითაც და ამიტომ ყურადღება და წესების დაცვაა საჭირო. პაატა იმნაძე ამბობს, რომ დამუშავება სჭირდება ხელთათმნიან ხელსაც:

„ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას. ხელთათმანი როცა გვიკეთია, ხელს ისევე უნდა დამუშავება სპირტის შემცველი სადეზინფექციოთი... რა განსხვავებაა, ხელთათმანიან ხელს მივიდებთ მერე სახეზე, თვალზე, ან ნიღაბს გავისწორებთა, ან ავიწევთ-ჩავიწევთ თუ უხელთათმანოს. რა განსხვავებაა, თუ მობილურ ტელეფონს ხელთთამანიანი ხელით ავიღებთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

27 მარტის 13:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით ინფიცირების სულ 81 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 13.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG