Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასოშიეიტედ პრესი: წყალქვეშა ნავებზე, სავარაუდოდ, არაფერი იციან კორონავირუსის შესახებ


სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" აქვეყნებს სტატიას, რომელშიც წერს, რომ ბირთვული შეიარაღების მქონე წყალქვეშა ნავების ეკიპაჟებმა, სავარაუდოდ, არაფერი იციან მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ. სააგენტოს ვარაუდით, ეს ეკიპაჟები წარმოადგენენ ადამიანთა ერთ-ერთ იშვიათ დაჯგუფებას მსოფლიოში, რომლებმაც არ იციან როგორ შეცვალა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ.

"მეზღვაურებს, რომლებიც ბალისტიკური წყალქვეშა ნავებზე იმყოფებიან, მისიებზე ყოფნის დროს როგორც წესი უმალავენ ხოლმე ცუდ ამბებს, რათა ძირი არ გამოეთხაროს მათ შემართებას, ამბობენ მოქმედი და ყოფილი ოფიცრები, რომლებსაც საფრანგეთის ბირთვულ წყალქვეშა ნავებზე აქვთ ნამსახურები. ამდენად, მსოფლიოს ყველა ეკიპაჟს, რომლებმაც პორტი ვირუსის გავრცელებამდე დატოვა, ხმელეთზე დაბრუნებამდე არაფერი ეცოდინება სწრაფად განვითარებად კრიზისზე" - წერს სააგენტო.

"მათ არაფერი ეცოდინებათ" - უთხრა "ასოშიეიტედ პრესს" დომიკიკ სალსმა, რომელიც საფრანგეთის ბირთვული შეიარაღების მქონე წყალქვეშა ნავს 2003-2006 წლებში ხელმძღვანელობდა და დასძინა: "ბიჭები თავიანთი მისიით უნდა იყვნენ სრულად მოცულნი".

საფრანგეთის წყალქვეშა ნავების მისიები 60-დან 70 დღემდე გრძელდება და მათი ეკიპაჟები დაახლოებით 110 წევრს მოიცავს. ამდენად, ეკიპაჟი, რომელმაც ხმელეთი თებერვლის ბოლოს დატოვა, უკან აპრილის ბოლომდე არ დაბრუნდება. ამ შემთხვევაში, ისინი დაუბრუნდებიან მსოფლიოს, რომელიც შეცვლილი იქნება პანდემიის მიერ - წერს "ასოშიეიტედ პრესი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG