რუსეთი დროებით აჩერებს სამგზავრო მატარებლების სერვისს თავის ორ უდიდეს ქალაქს და ბალტიისპირეთის კალინინგრადის ანკლავს შორის, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში.
რუსეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიამ 6 აპრილიდან შეაჩერა მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან კალინინგრადში მიმავალი მატარებლები, - იუწყება სახელმწიფო მედია. სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა საპირისპირო მიმართულებითაც.
მოგზაურობა 20 და 26 საათს გრძელდება, შესაბამისად, და მატარებლები გაივლიან ბელარუსის და ლიეტუვის ტერიტორიებზე. რუსეთის რკინიგზა არ აკონკრეტებს, როდის აღდგება მიმოსვლა.