Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი ბორის ჯონსონს: საქართველო თქვენს გვერდითაა ვირუსთან ბრძოლაში


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს. ტვიტერში იგი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომას ქართველი ხალხის სახელით უცხადებს:

„ამ რთულ დროში, მე ვუერთდები მადლობას მათდამი, ვინც COVID-19-თან საბრძოლველად სახლში რჩება. საქართველო თქვენს გვერდითაა ვირუსის წინააღმდეგ თქვენს პერსონალურ ბრძოლაში. გისურვებთ გამძლეობას და მალე გამოჯანმრთელებას. გამაგრდით!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, „კოვიდ 19“-ის დადასტურებიდან მეათე დღეს პრემიერს კვლავ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები.

ჯონსონი 27 მარტიდან, მას შემდეგ იმყოფება თვითიზოლაციაში, რაც გამოცხადდა, რომ ინფიცირებულია. თავის ვიდეომიმართვაში მან მოუწოდა თანამემამულეებს, დარჩნენ შინ და დაიცვან კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისთვის გამოცხადებული ზომები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG