საქართველოს პერმიერ-მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, რომ საეკლესიო პირების კორონავირუსზე ტესტირება დაკავშირებულია ეპიდემიის განვითარებასთან:
"ეს უკავშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია, პირველ რიგში, რისკების შეფასებათან და, რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან".
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი ალგორითმით, საეკლესიო პირები - მღვდლები, სტიქაროსნები - ერთ-ერთი ჯგუფია, რომელთაც ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.
წაიკითხეთ: ახალი ალგორითმი: ვის (არ) ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე.