Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ფონდი: რუსეთში მინიჭებული „არასასურველის“ სტატუსი მის მუშაობაზე ზეგავლენას არ იქონიებს


Jamestown Foundation-ის პრეზიდენტი, გლენ ჰაუარდი
Jamestown Foundation-ის პრეზიდენტი, გლენ ჰაუარდი

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში დაფუძნებული კვლევისა და ანალიზის მსოფლიო ჯგუფი, The Jamestown Foundation-ი, აცხადებს, რომ მის საქმიანობაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს რუსეთის გადაწყვეტილება, შეიტანოს ის „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამ კვირაში გადაწყვიტა, რომ The Jamestown Foundation-ის პუბლიკაციები რუსეთის ზოგიერთ, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონზე, აქეზებს სეპარატიზმს და უშიშროების მხრივ საფრთხეს წარმოადგენს.

ამგვარი ნაბიჯი განიხილება როგორც წინაპირობა რუსეთის 2015 წლის კანონის თანახმად ორგანიზაციის საერთოდ აკრძალვისთვის, თუ ეს ორგანიზაციები რუსეთის სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევა.


The Jamestown Foundation-ის პრეზიდენტმა, გლენ ჰაუარდმა განაცხადა, რომ ორგანიზაციას არ ჰყავს თანამშრომლები და არ აქვს ოფისი რუსეთში, „შესაბამისად, „არასასურველად“ ჩვენი გამოცხადება ვერ იქონიებს გავლენას ჩვენს საქმიანობასა და რეგიონის გაშუქებაზე“, თქვა ჰაუარდმა. The Jamestown Foundation-მა განაცხადა, რომ ორგანიზაცია თვალში მოხვდათ ჩერქეზების ეთნიკური ჯგუფის თაობაზე კვლევის გამო. ჰაუარდის თქმით, მისი ორგანიზაცია ამაყობს ჩერქეზი ერის შესახებ თავისი „მნიშვნელოვანი და შეუდარებელი ანალიზით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG