Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება პეტიცია, ეკლესიებში საჯარო შეკრების დროებითი წესების დაცვის მოთხოვნით


საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების შერჩევით პრინციპის გარეშე, ყველაზე გავრცელების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება. პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ეპიდემიის გავრცელების აღსაკვეთად ქვეყანაში პირველ რიგში ეკლესიებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში შეკრების წესი უნდა შეზღუდულიყო:

„ახალი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის, ქვეყნის პარლამენტის წევრების, საპატრიარქოს განცხადების მოსმენის შემდეგ, მოგიწოდებთ:

დაიცვათ მოქალაქეების სიცოცხლის უფლება და ყველა ინსტიტუციას, შერჩევითი პრინციპის გარეშე, მკაცრად მოეთხოვოს საჯარო შეკრების დროებითი წესებისა და უსაფრთხოების სხვა ნორმების დაცვა, მათ შორის, ზიარების წესის კომპრომისული ხერხით შეცვლა.

ხელშეუხებელი დარჩეს საქართველოს მოქალაქის ყველა ძირითადი თავისუფლება.

დაიწყოს მუშაობა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონკორდატის გასაუქმებლად“, - აღნიშნულია პეტიციაში.

21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, თუმცა მართლმადიდებლურ ტაძრებში რელიგიური ღვითსმსახურება გრძელდება.

13 აპრილის 18:30 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 266 შემთხვევაა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG