Accessibility links

გამყრელიძე: ნეტავ, არ გამართლდეს ჩემი პროგნოზი, მეორე დღეს წავალ ამ თანამდებობიდან


„ღმერთმა ქნას, რომ ჩემი პროგნოზი, რასაც ვამბობ, არ გამართლდეს. ნეტავ არ გამართლდეს, მაშინ, გაძლევთ პირობას, თქვენ („ალიას“) მოგცემთ ინტერვიუს და მეორე დღეს წავალ ამ თანამდებობიდან“, - თქვა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუკზე” პირდაპირ ეთერში გაზეთის შეკითხვის პასუხად.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, თუ არ იქნება რეკომენდაციები დაცული, მდგომარეობა გართულდება. „თუ დავიცავთ ყველაფერს, მაშინ, ზრდა გვექნება, მაგრამ ისეთი, რომელიც მოვლადი იქნება ჯანდაცვის სექტორის მიერ და გამოვალთ ნაკლები დაზიანებით ამ ეპიდემიიდან“, - თქვა გამყრელიძემ და დაამატა, - „წინა კვირაში ვიწინასწარმეტყველე, რომ გვექნებოდა 400 შემთხვევა, მე ვთქვი, მაშინ 300-დან 400-მდე. კიბატონო, შევცდი, მიმაქვს უკან ჩემი სიტყვები, შევცდი 50-ში, მაგრამ ძალიან კარგია, ვაღიარებ ანუ ნაკლები დაფიქსირდა. მაგრამ მზარდია ინფექცია“.

16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 340 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან, 76 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG