Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე დანიელი საშვების მიღებაზე: ვფიქრობ, დარეგულირებულია უკვე, მიდის ამაზე საუბარი


ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი ამბობს, რომ სასულიერო პირების მსახურება არ იზღუდება და სახელმწიფო მათ ამის საშუალებას აძლევს. მედიასთან საუბრის დროს მეუფე დანიელის კომენტარით ირკვევა, რომ ხელისუფლებასთან მანქანით გადაადგილების საკითხზე ე.წ. საშვების მისაღებად მოლაპარაკება არ დასრულებულა.

"ყოველ შემთხვევაში, აი, ეს საკითხი, მე ვფიქრობ, ახლა დარეგულირებულია უკვე, მიდის ამაზე უკვე საუბარი და მე ვფიქრობ, უკვე დარეგულირებულია, რომ სასულიერო პირებს არ ექნებათ ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვა", - ამბობს ის.

მეუფე დანიელის ამ კომენტარს წინ უსწრებდა საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება. საპატრიარქო აღნიშნავდა, რომ მთავრობა, აკრძალვის მიუხედავად, სასულიერო პირებზე, მგალობლებსა და სტიქაროსნებზე გამონაკლისს უშვებდა.

საქართველოში ცხარე კამათია იმაზე, უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა მრევლმა რელიგიურ რიტუალებში აღდგომაზე. ქვეყანაში დღითი დღე იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ ეკლესიებში, რადგან ინფიცირების რისკი მაღალია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 370 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 79 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც დაინფიცირდნენ, თუმცა ჯერ დადგენილი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG