Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ცოლ-ქმრის ნათესავები დახმარებას წითელ ჯვარს სთხოვენ


დათა ვანიშვილი
დათა ვანიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები თამთა ადიკაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან დახმარებას ითხოვს. მისი და, თათია ადიკაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიიდან, დათა ვანიშვილის სახლიდან გამოიყვანეს და ცხინვალისკენ წაიყვანეს. წინა საღამოს კი მათ დავით ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ კურტაევი დააკავეს.

მალხაზ კურტაევი, თათია ადიკაშვილი
მალხაზ კურტაევი, თათია ადიკაშვილი

დაკავებულთა ნათესავები წითელი ჯვრისგან მათი ადგილსამყოფლის და ჯანმრთელობის მდგომარეობას დადგენას ითხოვენ. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მალხაზ კურტაევი და თათია ადიკაშვილი ცხინვალში, კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ოჯახს არაოფიციალურად აცნობეს. დაკავებული გოგონას და, თამთა ადიკაშვილი აცხადებს, რომ პირადად ოჯახთან კონტაქტი არავის ჰქონია, თუმცა ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მიიღეს.

„გვითხრეს, რომ კარანტინში ჰყავთ, თუ ისინი მართლა ამ მიზნით არიან გადაყვანილები სამედიცინო დაწესებულებაში, მაშინ ოჯახის წევრები მოვითხოვთ, რომ გადმოგვცენ და ჩვენს კლინიკაში გაიარონ კარანტინი. როცა დააკავეს, კორონავირუსთან დაკავშირებით სიმპტომები მათ არ ჰქონდათ“, - ამბობს თამთა ადიკაშვილი.

დათა ვანიშვილის სახლი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართებს მიღმაა მოქცეული. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი კი იმ დროს დააკავეს, როცა შვილიშვილი და რძალი პაპასთან სტუმრად იმყოფებოდნენ. საოკუპაციო ძალებმა მალხაზ კურტაევი 16 აპრილს ახალგორის სიახლოვეს, მისი ცოლი კი 17 აპრილს დილით, დათა ვანიშვილის სახლში დააკავეს.

XS
SM
MD
LG