Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ცოლ-ქმრის ნათესავებს წითელი ჯვრიდან დაუკავშირდნენ


ხურვალეთი
ხურვალეთი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ კურტაევისა და თათია ადიკაშვილის ნათესავებს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციიდან დაუკავშირდნენ და დახმარებას შეჰპირდნენ, - ეს ინფორმაცია დაკავებულის დამ, თამთა ადიკაშვილმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა.

ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები თამთა ადიკაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან დახმარებას ითხოვდა. მისი და, თათია ადიკაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიიდან, დათა ვანიშვილის სახლიდან გამოიყვანეს და ცხინვალისკენ წაიყვანეს. წინა საღამოს კი მათ დავით ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ კურტაევი დააკავეს.

დაკავებულთა ნათესავები წითელი ჯვრისგან მათი ადგილსამყოფელის და ჯანმრთელობის მდგომარეობას დადგენას ითხოვდნენ. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში წითელი ჯვრიდან დაკავებულთა ნათესავებს დაუკავშირდნენ და დაკავებულთა ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შეჰპირდნენ.

XS
SM
MD
LG