Accessibility links

რუსეთის საელჩო ჩეხეთში საკონსულოს მისამართზე გადავიდა ბორის ნემცოვის სახელობის მოედნის გამო


რუსეთის საელჩო ჩეხეთში ოფიციალური მიმოწერის დროს რუსეთის საელჩო იურიდიულ მისამართად გამოიყენებს „კორუნავაჩის“ ქუჩას, რომელზეც რუსეთის საკონსულოა განლაგებული.

ჩეხური მედიის ცნობით ამ გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის საელჩომ ქვეყნის საგარეო უწყებას აცნობა მას შემდეგ, რაც პრაღის მერიის გადაწყვეტილებით 27 თებერვალს რუსეთის საელჩოს წინ მდებარე პოდ კაშტანის მოედანს სახელი გადაერქვა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭა.

პრაღა: რუსეთის საელჩო ბორის ნემცოვისა და ანა პოლიტკოვსკაიას "ტყვეობაში"
პრაღა: რუსეთის საელჩო ბორის ნემცოვისა და ანა პოლიტკოვსკაიას "ტყვეობაში"

კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოკლეს 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვში, კრემლის მახლობლად, მოსკვორეცკის ხიდზე. გამოძიებას დღემდე არ დაუდგენია მკვლელობის შემკვეთის ვინაობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG