Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადაში თავდამსხმელის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა სულ მცირე 16 ადამიანი


კანადის პროვინცია ახალ შოტლანდიაში შეიარაღებული პირი 12 საათის განმავლობაში ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რასაც ემსხვერპლა სულ მცირე 16 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. კანადის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 51 წლის გაბრიელ ვორტმანი იყო და მან პროვინციაში რამდენიმე ადგილას გახსნა ცეცხლი. იუწყებიან, რომ თავდამსხმელიც მკვდარია.

დაღუპული პოლიციელი ჰეიდი სტევენსონია, ორი შვილის დედა, რომელსაც პოლიციაში მუშაობის 23-წლიანი სტაჟი ჰქონდა. სროლისას დაიჭრა კიდევ ერთი პოლიციელი.

ინციდენტი 18 აპრილს, გვიან ღამით დაიწყო და დაახლოებით 12 საათის შემდეგ დასრულდა. პოლიცია აცხადებს, რომ პროვინციის მასშტაბით დანაშაულის რამდენიმე ადგილია. ერთ მომენტში თავდამსხმელმა პოლიციის ფორმის მსგავსი ტანსაცმელი ჩაიცვა და გადაადგილდებოდა მანქანით, რომელიც პოლიციელისას ჰგავდა. პოლიცია არ ასახელებს თავდასხმის მოტივს, თუმცა მიანიშნებს, რომ პოლიციელის ფორმა და მანქანა მიუთითებს წინასწარ დაგეგმილ დანაშაულზე.

თანამედროვე კანადის ისტორიაში ეს ყველაზე სისხლიანი მასობრივი თავდასხმაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG