Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყიდან საქართველოში დაბრუნდა 70 მოქალაქე


ჩარტერული ავიარეისით ერაყიდან საქართველოში დაბრუნდა 70 მოქალაქე. საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული, ერბილი-ბათუმის რეისი ავიაკომპანია Georgian Airways-მა შეასრულა.

დაბრუნებული მოქალაქეები ორკვირიან კარანტინს გაივლიან.

ამავე რეისით სამშობლოში ჩამოასვენეს გარდაცვლილი მოქალაქე, რომელიც ერაყში მუშაობდა. ოჯახის ინფორმაციით, ის დაახლოებით ერთი თვის წინ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით ორგანიზებულად უკვე დაბრუნდა 7000-ზე მეტი მოქალაქე.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG