Accessibility links

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბლა დაეცა


22 აპრილს ერთი ბარელი Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 16 დოლარზე დაბლა დაეცა, რაც ყველაზე დაბალი ფასია უკანასკნელ ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ნავთობის ფასების ვარდნა კორონავირუსის პანდემიისა და მასთან დაკავშირებული საკარანტინო ზომების გამო საწვავზე მოთხოვნის შემცირების შედეგია.

აშშ-ის მარკა West Texas Intermediate-ის ფასი 11,42 დოლარია ბარელში, მას მერე, რაც 20 აპრილს მისი ფასი ნულს ჩასცდა და -40 დოლარს მიაღწია.

ერთი ბარელი Brent-ი, რომელიც ამერიკულ მარკაზე უფრო იოლად ტრანსპორტაბელურია, ვინაიდან მას პირდაპირ ჩრდილოეთის ზღვაში მოიპოვებენ, 15,98 დოლარი ღირს. ეს ამ მარკის ყველაზე დაბალი ფასია 1999 წლის შემდეგ. Brent-ის ფასი წინა გაყიდვებთან შედარებით 24%-ით დაეცა.

ანალიტიკოსების აზრით, ნავთობის ფასები გააგრძელებს ვარდნას, ვინაიდან უახლოეს თვეებში მარაგი, სავარაუდოდ, გადააჭარბებს მოთხოვნას, თუკი არ შეამცირებენ მოპოვებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG