სამთავრობო ვებგვერდის stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 431-ს შეადგენს, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 132 და 24 აპრილის, დაახლოებით 10:30 საათის მონაცემებს 18-ით აღემატება. გარდაცვლილია ხუთი ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 888 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.