Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატიანის თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკაში ტესტირების ახალ მეთოდს, "ჯინ ექსპერტს" გამოიყენებენ


ლევან რატიანი
ლევან რატიანი

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტესტირების ახალ მეთოდს გამოიყენებენ. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თანახმად, ესაა „ჯინ ექსპერტ“ მეთოდი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო შემთხვევების დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ იმ პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ:

„ეს არ იქნება მასიური, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკო ღირებულებით. ესაა უნიკალური მეთოდი, ალბათობა იმისა, რომ იყოს დაშვებული შეცდომა მინიმალურამდეა დაყვანილი, ვინაიდან მასში არ არის მონაწილე ადამიანის ფაქტორი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

30 აპრილის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის საერთო ჯამში, 539 შემთხვევა. მათგან 178 უკვე გამოჯანმრთელდა. 6 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG