Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა შემთხვევაში გამოიყენებენ პლაზმით მკურნალობას


კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, პლაზმით მკურნალობის მეთოდი მასობრივი ვერ გახდება და საქართველოში მას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში გამოიყენებენ. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძემ აცხადებს.

ცერცვაძე განმარტავს, რომ პლაზმით მკურნალობა ძალიან ეფექტიანი მეთოდია, რომელსაც საუკუნეების წინაც იყენებდნენ “ისპანკის”, ებოლას ვირუსის, ფრინველის გრიპისა თუ H1N1-ის დროს. მისივე თქმით, პლაზმის მეთოდის გამოყენებას მაღალი კომპეტენცია და შესაბამისი ტექნოლოგიები სჭირდება, რაც საქართველოში, თითქმის მიღწეულია.

ცერცვაძე განმარტავს, რომ პლაზმების შეგროვება უკვე დაწყებულია და ახლა საჭიროა გამოჩნდეს მძიმე პაციენტი, რომელთანაც სხვა მედიკამენტებმა არ იმუშავა:

“ასევე, უნდა იყოს დამთხვევა ჯგუფისა და რეზუსის და მთელი რიგი ლაბორატორიული პარამეტრების დამთხვევა. ისე ვერ გამოიყენებ პლაზმას”.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში საქართველოში კოვიდ 19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა

“ამ ადამიანებისგან ყველას სისხლის არ გამოდგება დონორად, ამ ანტისხეულებრივი პლაზმის დასამზადებლად. ჩვენ ვსინჯავთ ყველა ამ დონორის სისხლს და ვისაც გამოუმუშავდა ძლიერი იმუნიტეტი და ვისაც სისხლში აქვს დამცავი ანტისხეულების დიდი კონცენტრაცია, მხოლოდ მათი პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ. ასეთი, წინასწარი მონაცემებით, არის 20-დან ერთი”, - ამბობს ცერცვაძე.

საქართველოში კოვიდ 19-სგან 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქედან, დონორად მხოლოდ 8 შეიძლება გამოდგეს.

“ამიტომ ამ მეთოდს ჩვენ გამოვიყენებთ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სხვა მედიკამენტები არ მუშაობს. იმედი გვაქვს რომ გადავარჩენთ ზოგიერთ პაციენტს, მაგრამ ეს ვერ გახდება მასობრივი გამოყენების ობიექტი” , - ამბობს ცერცვაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG